მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა განაახლა
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა განაახლა

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა განაახლა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის, ადგილობრივ თანამშრომლებს, საჭირო აღჭურვილობა და ნარჩენების შემკრები ახალი ურნები გადასცა.

„სუფთა და მოწესრიგებული სანაპირო ზოლი მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვის, ისე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანაპირო ზოლის მოვლასა და შესაბამისი სამსახურების ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფას. რათა დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შევუქმნათ სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მთელი საკურორტო სეზონის განმავლობაში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გურიის სანაპირო ზოლი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლების მიერ, მთელი წლის განმავლობაში სუფთავდება. ზღვის აქტიურ სეზონთან დაკავშირებით, სანაპიროზე, დამატებით, ნარჩენების შემკრები 100 ურნა განთავსდა.

სოლომონ პავლიაშვილთან და მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, ადგილზე, ასევე იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილეები და ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი