მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ფონიჭალის №218 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ფონიჭალის №218 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ფონიჭალის №218 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ფონიჭალის №218 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებს 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამედროვე საკლასო ოთახების, ბიბლიოთეკის, სამეცნიერო ლაბორატორიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სივრცეების, ხელოვნებისა და მუსიკის სტუდიების, მრავალფუნქციური დარბაზის, ადმინისტრაციული და დამხმარე სივრცეების მოწყობა.

პროექტი ასევე მოიცავს სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობას, საინჟინრო ინფრასტრუქტურის განახლებას, ენერგოეფექტური სისტემების დანერგვასა და შენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულ ადაპტაციას.

ფონიჭალის №218 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ (ESIDA) გადასცა განსახორციელებლად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და თანამედროვე, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი