
საქართველოს ნაკრებმა ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს თასის გათამაშებაზე 13 მედალი მოიპოვა
იტალიამ ბატუტზე ხტომაში „მსოფლიოს თასს“ უმასპინძლა.
სპორტის სამინისტორის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგები ასე გადანაწილდა: სინქრონული ხტომები: 11-12 წლამდე გოგონები: მარიამ ბერია, ანანო ქარსაულიძე - ოქროს მედალი; ნინო მარკოზაშვილი, ქრისტინე პლეხანოვი - ვერცხლის მედალი. 11-12 წლამდე შერეული წყვილი: გიორგი დელიბაშვილი, ნინო მარკოზაშვილი - ვერცხლი. 13-14 წლამდე გოგონები: მარიამ გაბრიაძე, ელენე კირთაძე - ოქრო. 17-21 წლამდე გოგონები: მარიამ რაგიმოვი, მაკუნა ბოჭორიძე - ოქრო. ინდივიდუალური ხტომები: 11-12 წლამდე გოგონები: ქრისტინე პლეხანოვი - ოქრო; ანა ქარსაულიძე - ვერცხლი; ნინო მარკოზაშვილი - ბრინჯაო. 13-14 წლამდე გოგონები: ელენე კირთაძე - ვერცხლი. 15-16 წლამდე გოგონები: ნინო ქორიძე - ოქრო. 17-21 წლამდე გოგოები: მაკუნა ბოჭორიძე - ოქრო. 15-16 წლამდე ბიჭები: ლუკა ლომთათიძე - ბრინჯაო. 17-21 წლამდე ბიჭები: ცოტნე ჩხაიძე - ვერცხლი.
იმედი
წყარო: imedinews.ge