მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე: ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა დიდი ტკივილით მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ხალხებს შორის არსებულ ძმურ ერთობასა და სიყვარულს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე: ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა დიდი ტკივილით მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ხალხებს შორის არსებულ ძმურ ერთობასა და სიყვარულს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა დიდი ტკივილით მიიღო, მრავალი ადამიანი გულწრფელი თანაგრძნობითა და ცრემლით გამოეხმაურა მომხდარს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხალხებს შორის არსებულ ძმურ ერთობასა და სიყვარულს.

„ქართველ და ინგუშ ხალხებს გამორჩეული და მტკიცე მეგობრობა, მრავალჭირგადატანილი და წარუშლელი ისტორია გვაკავშირებს.

ბოლო დღეებში შეშფოთებით ვადევნებდით თვალს მოვლენებს. ყველა განსაკუთრებით შეგვძრა ინგუშეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ.

პატარა ინგუშმა ბიჭმა, ხიზირ დერბიჩევმა მეგობრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაიღო.

მართლაც, საოცარია ამ პატარა ბავშვის სიმამაცე და მეგობრისადმი თავდადება. ის ბევრი ზრდასრულისთვის თავგანწირვისა და ადამიანობის ნიმუშად იქცა. ამ საერთო ტკივილმა თითქოს ჩვენი გულები გააერთიანა და, დიდ მწუხარებასთან ერთად, სიმტკიცისა და ერთობის ძალა განგვაცდევინა. მოყვასისათვის ზვარაკად გაღებულმა სიცოცხლემ კიდევ ერთხელ გვასწავლა, თუ რა არის ნამდვილი გმირობა და ვაჟკაცობა.

ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა დიდი ტკივილით მიიღო, მრავალი ადამიანი გულწრფელი თანაგრძნობითა და ცრემლით გამოეხმაურა მომხდარს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ხალხებს შორის არსებულ ძმურ ერთობასა და სიყვარულს.

გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ხიზირის მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. ნუგეში და მხნეობა მიმადლოს მათ უფალმა.

თანავუგრძნობთ მთელ ინგუშ ხალხს, ძლიერ და მედგარ ერს, რომელმაც, თავის მხრივ, ამ მძიმე დღეებში კიდევ ერთხელ გამოავლინა საოცარი ერთსულოვნება და სიმტკიცე“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი