მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები ივლისში ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) უკვე მეხუთედ მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

საბერძნეთში გამგზავრებამდე ჯგუფის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, დავით ბიწკინაშვილი, შეხვდა. დავით ბიწკინაშვილმა საზღვაო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ოპერაციაში ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის მნიშვნელობას.

„ზღვის მცველი“ ნატოს ეგიდით მიმდინარე და ამჟამად ერთადერთი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაა, რომლის მიზანია ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი ნაოსნობის მხარდაჭერა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი თათია სულაქველიძე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თამთა დანელია და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი რამაზ პაპიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი