მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ამ მიმართულებით მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. ასევე, დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, რათა არსებული ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაური გარიკ მურადიანი დელეგაციასთან ერთად საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, დავით თამაზაშვილის, მოწვევით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის დასასრულს გარიკ მურადიანმა დავით თამაზაშვილს მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

იმედი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი