
საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
იმედი|imedinews.ge
საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი გაღრმავების შესაძლებლობებს.
ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge