მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქპატენტი ჟენევაში საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გამართავს, რომლებსაც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან ასეულობით სტუმარი დაესწრება
საქპატენტი ჟენევაში საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გამართავს, რომლებსაც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან ასეულობით სტუმარი დაესწრება

საქპატენტი ჟენევაში საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გამართავს, რომლებსაც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან ასეულობით სტუმარი დაესწრება

იმედი|imedinews.ge

შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც 194 წევრი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობს.

ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ორგანიზებით, 8 ივლისს გაიმართება საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი. ღონისძიება, საერთო ჯამში, უმასპინძლებს ასობით დელეგატს მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ლიდერებს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ექსპოზიციები ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის, ასევე მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურის, ტრადიციული სამოსის, საიუველირო ხელოვნებისა და ღვინის კულტურის შესახებ; გაიმართება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „ბასიანი“ და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელების მქონე პროდუქტები და ქართული ტრადიციული კერძები.

WIPO-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე სიტყვით მიმართავს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები WIPO-ს გენერალურ დირექტორთან, ევროპის საპატენტო უწყებისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განხილული იქნება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განვითარების საკითხები.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა 15 ივლისამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი