მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა
საქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა

საქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა

იმედი|imedinews.ge

საქპატენტმა დიმიტრი (დიმა) ანთაძის ფერწერული ტილო - „კუ“ სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გადასცა. ნამუშევარი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის სივრცეში იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეიდან ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში გამოიფინება. აღნიშნულ საგამოფენო-სამუზეუმო სივრცეში ამ ხელოვნების ნიმუშის გამოფენა მისი ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

ცენტრის სამუზეუმო დარბაზი განახლებადი პერიოდულობით დროებით და მუდმივმოქმედ ექსპოზიციებს ეთმობა. ამ სივრცეში გამართული გამოფენები გამოირჩევა დამთვალიერებელთა დიდი ნაკადით და ფართო საზოგადოების დიდი ინტერესითა და მოწონებით სარგებლობს. შესაბამისად, დიმა ანთაძის ნამუშევრის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში გამოფენა ახალ კულტურულ მნიშვნელობას შეიძენს.

საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს მადლობა გადაუხადა ფერწერული ტილოს გადაცემისთვის და აღნიშნა, რომ, ხელოვნების ნიმუშების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ხელოვანების ცნობადობის გაზრდა და ხელშეწყობა.

ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა. ეს არის თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა, რომელიც მოიცავს მედიათეკას, სამუშაო, სალექციო და საკონფერენციო აუდიტორიებს, სამკითხველო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს. აღსანიშნავია, რომ ამავე ცენტრში გაიმართა საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ჟურნალის მეორე ნაწილის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც საქპატენტის თავმჯდომარემ ცენტრს დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა.

ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაჩო ოდიშარია „ქართული ოცნების“ ყოფილ თანაგუნდელებზე: ადამიანი, რომელზეც ფიქრობდი, რომ იყო თანამებრძოლი, ღირებულებებზე არსებობდა თანხმობა, როდესაც ასე იცვლის თავის ცნობიერებას გამოდის, რომ ან დასაწყისშივე გატყუებდა და მისი რეალური სახე არ ვიცოდით ან გამოდის, რომ მას თავისი პირადი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე შეუძლია, რომ ასეთი ორსახოვნება გამოაჩინოს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს ცვლილებას, რომელიც ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარს 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას უკავშირდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს ცვლილებას, რომელიც ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარს 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას უკავშირდება

იმედი

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია საფრანგეთსა და გერმანიაზე ზეწოლას აძლიერებს - ვაშინგტონმა პარიზსა და ბერლინს მოუწოდა, გამოიყენონ დიზელის ეროვნული რეზერვები საწვავზე გლობალური ფასების შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამერიკული დიზელის ექსპორტის აკრძალვით დაემუქრა, რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული

ბაჩო ოდიშარია: ბევრი რაღაც ვიხილეთ, ვიხილეთ შიდა ღალატი, ვიხილეთ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ზნე იცვალეს, რომ არ უჩანდა ასეთი პირი და ა.შ. მაგრამ ქვეყანა მაინც განაგრძობს განვითარებას, „ქართული ოცნება“ კვლავ ხელისუფლებაშია