მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქსტატი: 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ, 2024 წლის მსგავსად, 13.9 პროცენტი შეადგინა
საქსტატი: 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ, 2024 წლის მსგავსად, 13.9 პროცენტი შეადგინა

საქსტატი: 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ, 2024 წლის მსგავსად, 13.9 პროცენტი შეადგინა

იმედი|imedinews.ge

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2025 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, წინა წელთან შედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.9 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და, შესაბამისად, 47.3 პროცენტსა და 46.3 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით. 2025 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში, წინა წელთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. წინა წელთან შედარებით, 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში, შესაბამისად 3.1, 2.9 და 2.0 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე უფრო მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში. 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში – 44.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.3 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ამასთან, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (39.0 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი – 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში (3.5 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

იმედი