მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვერცერთი გარემოება ვერ დაიმალება, არ დაიგვიანებს ინფორმაცია, სად, რომელმა სახელმწიფომ მიიღო დაფინანსება
სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვერცერთი გარემოება ვერ დაიმალება, არ დაიგვიანებს ინფორმაცია, სად, რომელმა სახელმწიფომ მიიღო დაფინანსება

სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვერცერთი გარემოება ვერ დაიმალება, არ დაიგვიანებს ინფორმაცია, სად, რომელმა სახელმწიფომ მიიღო დაფინანსება

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთმა უარი თქვა ჯივინოსტატზე, რადგან კონკრეტულად საუბარია ძალიან მძიმე გვერდით მოვლენებზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე საუბრისას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლა მეცნიერულ, დასაბუთებულ და სანდო წყაროებზე დაყრდნობით უნდა ხორციელდებოდეს.

„ამ ყველაფერს სჭირდება ზედმიწევნით და მხოლოდ პროფესიონალურად გადაწყვეტა. შეუძლებელია, ამ დროს ფაქტებს ანგარიში არ გავუწიოთ. ამ მედიკამენტზე არ შეიძლება არასწორი მოლოდინების გაჩენა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვერც ერთი გარემოება ვერ დაიმალება, არ დაიგვიანებს ინფორმაცია, სად, რომელმა სახელმწიფომ მიიღო დაფინანსება. კვლევის რეჟიმში ეს მედიკამენტი ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის, მაგრამ სახელმწიფო რომ აფინანსებდეს, ეს ახლა იწყება.

სულ არის რამდენიმე მედიკამენტი: ვამოროლონი, ეს არ არის იმ ახალი თაობის მედიკამენტები; ჯივინოსტატი - ამაზე ნათქვამი მაქვს, რომ ყველაზე იმედის მომცემია, იმიტომ, რომ EMA-ი და FDA-იც აქვს და ევროპული სახელმწიფოები ახლოს არიან გადაწყვეტილებების მიღებამდე.

მაგრამ რაც შეეხება ე.წ. ეგზონის ამოგდებას და რაც შეეხება ელევიდისს, ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით, მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ არცერთი სახელმწიფო არ უშვებს ამ მედიკამენტს, როგორც გამოსაყენებლად ვარგისს. ამიტომ ეს სწორად უნდა მივაწოდოთ თითოეულ პაციენტს. არ შეიძლება ამ თემით უბრალოდ სპეკულირება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი