მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სარჯველაძე იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაზე: თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რაღაცით დაიხვეწოს სახელმწიფო პროგრამა, ამის განსახილველად მზად ვართ, მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად მუშაობა და უშუალოდ კომუნიკაცია
სარჯველაძე იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაზე: თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რაღაცით დაიხვეწოს სახელმწიფო პროგრამა, ამის განსახილველად მზად ვართ, მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად მუშაობა და უშუალოდ კომუნიკაცია

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრმა იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა შეაფასა და განმარტა, რომ ყველა მომსახურება დარგის სპეციალისტების, ექიმების მიერ მოწოდებული საჭიროებაა, რასაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება მზად არის პროგრამის კიდევ უფრო გასაფართოებლად, თუმცა ამას კონსტრუქციული მუშაობა და უშუალო კომუნიკაცია სჭირდება.

„როგორც კი ამ პროგრამის დანერგვა დავიწყეთ და გამოიცა სამთავრობო დადგენილება, მომენტალურად შევხვდით კლინიკებს - როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა სამედიცინო დაწესებულებებს. ვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართულიყო პროცესი. სხვადასხვა კლინიკა, მათ შორის ჟვანიას, ციციშვილისა და იაშვილის კლინიკები გამოეხმაურნენ ჩვენს ინიციატივას და შესაბამისად, ყველა მათგანმა დაიწყო ამ სერვისების იმპლემენტაცია და მიწოდება. ეს გულისხმობს სპეციალისტების საკმაოდ დიდ სპექტრს, რომელთა ჩართულობითაც, მაგალითად, წელიწადში ერთხელ განხორციელდება პაციენტის მდგომარეობაზე და დაავადების განვითარების დინამიკაზე პერმანენტული, სრულფასოვანი მონიტორინგი, რათა შემდგომში შედგეს მკურნალობის რელევანტური, ინდივიდუალური გეგმები. რასაკვირველია, ეს გულისხმობს გამოკვლევათა უზარმაზარ სპექტრს“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სამუშაო პროცესში მშობლების ჩართვის აუცილებლობას, რათა ყველა საჭიროება და საკითხი ექიმებთან ერთად იყოსა განხილული და გადაწყვეტილი.

მინისტრის თქმით, პროტესტის ნაცვლად მუდმივი დიალოგის რეჟიმის შენარჩუნება საერთო საქმეს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„მოვისმინე, მაგალითად განცხადება, რომ თითქოს რომელიღაც გამოკვლევის დამატება სურთ ამ ჩამონათვალში. ამას სჭირდება მუშაობა და კომუნიკაცია, რადგან ამ პროგრამაში ექიმების მიერ მოწოდებული ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც არის საკითხები, რომლებიც დამატებით განხილვას საჭიროებს.

შესაბამისად, თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რაღაცით გაფართოვდეს პროგრამა, რასაკვირველია, ამის განსახილველადაც მზად ვართ, მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად მუშაობა და უშუალო კომუნიკაცია. მე ძალიან კარგად მესმის მშობლების ასეთი განწყობა, დამოკიდებულება, სიჩქარე და ის, რომ მათთვის ყველაფერი ეს განსაკუთრებული ემოციურია. ეს ერთმნიშვნელოვნად გასაგებია, თუმცა ამის მიღმა ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს თანამშრომლობა აღვადგინოთ და ამ რეჟიმში მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველა შემთხვევაში იქნება სასარგებლო პაციენტთა მდგომარეობისთვის“ - განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.

აღსანიშნავია, რომ იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა მოიცავს როგორც 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ისე სრულწლოვან პაციენტებს. პროგრამის ფარგლებში, მულტიდისციპლინური მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობა 18 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებსაც შეუძლიათ, რაც მათ უწყვეტ და კომპლექსურ სამედიცინო მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი