მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სასამართლომ ნიკოლა სარკოზის თხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა
სასამართლომ ნიკოლა სარკოზის თხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა

სასამართლომ ნიკოლა სარკოზის თხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის ხარჯების გადაჭარბების საქმეზე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება მიიღო.

სასჯელის მოხდის წესის შემსუბუქება თავად სარკოზიმ მოითხოვა. სასამართლომ მისი თხოვნა 5 მაისს დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სარკოზის სასარგებლოდ მისი ასაკის გამო მიიღეს - ის 71 წლისაა. გადაწყვეტილება ძალაში 7 მაისიდან შედის.

საუბარია სასჯელზე „ბიგმალიონის“ საქმეზე. ასე ერქვა PR-სააგენტოს, რომელიც 2012 წელს სარკოზის საარჩევნო კამპანიას ემსახურებოდა. 2021 წლის შემოდგომაზე პოლიტიკოსი „ბიგმალიონის“ მხრიდან კამპანიის უკანონო დაფინანსებაში დამნაშავედ ცნეს.

თავდაპირველად სარკოზის ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოგვიანებით განაჩენი ექვსთვიან პატიმრობამდე შეუმსუბუქდა, თავისუფლების აღკვეთის ელექტრონული სამაჯურის ტარებით ჩანაცვლების შესაძლებლობით. ახლა ის სამაჯურს აღარ ატარებს.

ამასთან, სარკოზი კიდევ 2 საქმეზე იყო გასამართლებული. 2021 წლის მარტში პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს კორუფციასა და საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს თანამშრომლის მოსყიდვაში. მაშინ სარკოზის მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და კიდევ ორწლიანი პირობითი სასჯელი, თუმცა რეალური პატიმრობა ნაწილობრივი შინაპატიმრობითა და ელექტრონული სამაჯურის ტარებით ჩაენაცვლა. 2025 წლის სექტემბერში სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ გარიგებაში, რომელიც ეხებოდა 2005-2007 წლებში მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას მუამარ კადაფის მთავრობის მხრიდან. სასჯელის სახით სასამართლომ მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა განაჩენის აღსრულების გადავადებით. 2025 წლის ოქტომბერში ნიკოლა სარკოზიმ ციხეში 20 დღე გაატარა, რის შემდეგაც სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ გაათავისუფლეს. ამჟამად სასამართლო ამ საქმეზე სააპელაციო საჩივარს განიხილავს.

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007–2012 წლებში იკავებდა. ის გახდა ამ ქვეყნის პირველი ყოფილი მეთაური, რომელსაც რეალური პატიმრობა მიესაჯა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი