
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ვალდებულებების სრული დაცვით
გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში, რომლითაც სააგენტო გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს ეხმაურება.
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს, რომელთა ფარგლებში სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი SILVAR (IMO 9291262). აღნიშნული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში იმყოფებოდა 2026 წლის თებერვალში, ხოლო მისი ოპერაციების განხორციელების პერიოდში გემი არ იყო სანქცირებული გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაეროს სანქციური რეჟიმების ფარგლებში.
შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.
გემის საქართველოში შემოსვლამდე საქართველოს კომპეტენტურმა უწყებებმა, მოქმედი კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განახორციელეს მრავალდონიანი სანქციური და სამართლებრივი შემოწმება. შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა არც გემის, არც მისი მფლობელის, არც ოპერატორისა და არც სხვა დაკავშირებული პირების მიმართ მოქმედი საერთაშორისო სანქციები ან სამართლებრივი შეზღუდვები.
