მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს გემი TARYN EVE სანქცირებულია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს გემი TARYN EVE სანქცირებულია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს

იმედი|imedinews.ge

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის „შაბათის ფორმულა“ ჟურნალისტს გემზე TARYN EVE (IMO 9256925) სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან წერილობით მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, რომ აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტმა ასევე მიიღო სატელევიზიო კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან, თუმცა მიუხედავად ამისა მიზანმიმართულად მაინც გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს გემი TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებულია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.

„უფრო მეტიც, სიუჟეტში ფოთის ნავსადგურში შემოსული ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი გემი TARYN EVE (IMO 9256925) დაკავშირებულია გემ COURAGE 7 (IMO 9553957)-თან. ეს ინფორმაციაც მცდარია. საუბარია ორ სრულიად განსხვავებულ გემზე, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

• TARYN EVE – IMO 9256925, ბარბადოსის დროშა; • COURAGE 7 – IMO 9553957, გაბონის დროშა.

სიუჟეტის ავტორის მიერ სხვადასხვა IMO ნომრის მქონე ორი გემის ერთმანეთთან გაიგივება ან მათი ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენს ელემენტარული ფაქტობრივი ინფორმაციის გადამოწმების უგულებელყოფას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობასა და ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმიანობას.

საგულისხმოა, რომ საზღვაო ინდუსტრიაში გემის იდენტიფიცირების მთავარი საშუალება სწორედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ე.წ. IMO ნომერია.

IMO ნომერი: • ენიჭება გემს მხოლოდ ერთხელ; • უცვლელი რჩება გემის მთელი ექსპლუატაციის განმავლობაში; • არ იცვლება არც სახელის, არც დროშის და არც მფლობელის შეცვლის შემთხვევაში; • გაიცემა International Maritime Organization-ის IMO Ship Identification Scheme-ის ფარგლებში. საზღვაო სფეროში ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას აუცილებელია გადამოწმდეს პირველადი იდენტიფიკატორი - IMO ნომერი, რადგან სწორედ ის წარმოადგენს გემის უნიკალურ და მუდმივ იდენტიფიკატორს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თითოეულ გემს საქართველოში შემოსვლამდე ამოწმებს მოქმედ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ გემი ან მასთან დაკავშირებული პირები საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან, ასეთ გემს საქართველოს ნავსადგურებში ოპერირების შესაძლებლობა არ ეძლევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინული მედია: რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ჰუმანიტარული ფონდის საწყობი სრულად განადგურდა

უკრაინული მედია: რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ჰუმანიტარული ფონდის საწყობი სრულად განადგურდა

იმედი

შაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი „სიფათი“ სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს

დავით ქართველიშვილი Wolt-ს: თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა, როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის „შემოქმედია“, თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ

გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: უცხოური ძალების გათვლაა, დეზინფორმაციის კამპანია გაამწვავონ, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯის გადადგმა აიძულონ

გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: უცხოური ძალების გათვლაა, დეზინფორმაციის კამპანია გაამწვავონ, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯის გადადგმა აიძულონ

იმედი