მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სებ-ის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების რეპორტი დაემატა
სებ-ის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების რეპორტი დაემატა

სებ-ის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების რეპორტი დაემატა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების მონაცემები დაემატა. აღნიშნული სტატისტიკა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ კატეგორიაში განთავსდა და მოიცავს ქართული კომპანიებისა (მათ შორის სახელმწიფო საწარმოების) და მათი მფლობელი სუბიექტების მიერ საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების შესახებ ინფორმაციას. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაცემები დაამუშაონ და გააანალიზონ სხვადასხვა ჭრილში, მათ შორის ვალუტის, ვადიანობის, ეკონომიკური სექტორისა და სხვა პარამეტრების მიხედვით. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მონაცემები ყოველთვიურად განახლდება და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესწავლისა და ანალიზის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს - ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებს და ინვესტორებს. ასევე ანალიტიკოსებს, სტუდენტებს, მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ამჟამად, ინტერაქტიული სტატისტიკა მოიცავს ობლიგაციების ბაზრის შემდეგ სეგმენტებს:

საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციები;

საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (სსი) მიერ კერძო და საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული ობლიგაციები;

ქართული კომპანიებისა და მათი მშობელი კომპანიების მიერ საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციები.

სამომავლოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს ინტერაქტიული სტატისტიკის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სტატისტიკის გაფართოებას.

ინტერაქტიული სტატისტიკა ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

იმედი

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

იმედი

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

იმედი

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

იმედი