მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში
სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დაკავშირების პირველ შეხვედრაში, რომელიც ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ეგიდით, EU4Energy-ის მესამე ფაზის პროექტის ფარგლებში, ბელგიაში, ქ. ბრიუსელში გაიმართა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებს სემეკის მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს, სატარიფო რეგულირებისა და ენერგეტიკის სექტორში რეგიონული თანამშრომლობის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ. გიორგი ფანგანთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე აფრიაშვილმა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და თურქეთის რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობა, საზღვრისპირა კავშირებისა და სუფთა ენერგიის გარდამავალი პრიორიტეტების დაკავშირება. ინიციატივა მხარს უჭერს რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერებას.

EU4Energy-ის მესამე ფაზა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER) ახორციელებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ურთიერთდაკავშირებულ, უსაფრთხო, მდგრად და დაბალი ემისიების მქონე ენერგოსისტემებზე დაჩქარებულ გადასვლას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი