მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სერბეთის პატრიარქი: შიოს III-ის გამორჩევა პატრიარქად არის ღვთის ნების გამოვლინება, რომლის წყალობითაც ქართველმა ხალხმა შეიძინა კეთილმსახური მამა, კეთილი მწყემსმთავარი და დაუღალავი მასწავლებელი
სერბეთის პატრიარქი: შიოს III-ის გამორჩევა პატრიარქად არის ღვთის ნების გამოვლინება, რომლის წყალობითაც ქართველმა ხალხმა შეიძინა კეთილმსახური მამა, კეთილი მწყემსმთავარი და დაუღალავი მასწავლებელი

სერბეთის პატრიარქი: შიოს III-ის გამორჩევა პატრიარქად არის ღვთის ნების გამოვლინება, რომლის წყალობითაც ქართველმა ხალხმა შეიძინა კეთილმსახური მამა, კეთილი მწყემსმთავარი და დაუღალავი მასწავლებელი

იმედი|imedinews.ge

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს გამორჩევა და ტახტზე აღსაყდრება მიულოცა.

„ვითარცა ისტორიის თანამონაწილენი, მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს ჩაუმქრალი შუქით განათებულნი და ღვთის სიყვარულის საიდუმლოს თანაზიარნი, მზის ქვეშეთში მშვენიერი ხმის ექო ჩაგვესმის, გვიხარია, რომ დღეს გაისმა ხმა, რომელმაც წმინდა საბას ეკლესია და მთელი ქრისტიანული სამყარო გაახარა - საქართველომ და ეკლესიამ თქვენი, ღვთის მოსიყვარულე ადამიანის სახით მწყემსმთავარი და წინამძღვარი შეიძინა“, - აღნიშნულია პატრიარქ პორფირეს წერილში.

სერბეთის პატრიარქმა აგრეთვე დასძინა, რომ შიოს III-ის გამორჩევა პატრიარქად „ქართველი პატრიარქების საყდარზე“ არის „ღვთის ნების გამოვლინება“, რომლის წყალობითაც ქართველმა ხალხმა „შეიძინა კეთილმსახური მამა, კეთილი მწყემსმთავარი და დაუღალავი მასწავლებელი“.

როგორც პატრიარქმა პორფირემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ახალი პატრიარქი დაადასტურებს, რომ ის „პატრიარქ ილიას და სხვა სულიერი ლიდერების ღირსეული მემკვიდრეა, რომლებიც ქარიშხლებითა და განსაცდელებით სავსე საუკუნეების განმავლობაში სიბრძნით მართავდნენ საქართველოს საპატრიარქოს გემს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი