
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
იმედი|imedinews.ge
პოლონეთის ქალაქ პოზნანში კანოე სპრინტსა და პარაკანოეში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
მსოფლიოს ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 700-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge