მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შაკო კუჭაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა - ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა
შაკო კუჭაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა - ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა

იმედი|imedinews.ge

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ქველმოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, მათ შორის, ფონდი „ქართუს“ მიერ 2018 წელს განხორციელებულ უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე აკეთებს აქცენტს, რომლის წინააღმდეგაც ბოლო დღეებში კამპანიაა აგორებული.

კუჭაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა სესხების განულების პროგრამით ადამიანებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მისცა.

სამოქალაქო აქტივისტის შეფასებით, ფონდი „ქართუს“ მიერ გაკეთებულ საქმეში პრობლემა როგორც ყოველთვის „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა და ეს ყველაფერი მისივე თქმით, „უბრალოდ უმადურობაა“.

„აბასთუმანი, შეკვეთილი, საჩხერე, თბილისის ურბანული ტყე - ისე როგორ ხდება, რომ ამ სიკეთეებით მხოლოდ საიდანღაც ჩასული ნაცვიზები და ჩერგონავტები არიან უკმაყოფილონი? აბა, იქ მყოფ ხალხს ჰკითხეთ, რა და რამდენი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა მათი ყოფის გასაუმჯობესებლად. ხეებს რომ დასდევდით - იმ ხეების გაყიდვით ადგილობრივებმა სახლები შეიძინეს და გაარემონტეს, სახლებამდე მისასვლელი გზები დაეგო და მოწესრიგდა, პარალელურად მოეწყო უმაგრესი და უკონკურენტო დენდროპარკი, სრულიად უფასო მნახველებისთვის. „სასტუმრო „პარაგრაფი“ თავისთვის აიშენაო“ - იცით მაინც, რამდენი გურული, ქობულეთელი და ადგილობრივია დასაქმებული იმ სასტუმროში? და იმ სასტუმროს აშენებით კიდევ რამდენი ბიზნესი დაინტერესდა იქ ინვესტირებით, რამდენი დასაქმდება ამ მშენებლობებზე და რამდენი ადგილობრივის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ? მიწასაც ფასი დაედო.

ახლა სესხების განულების უპრეცედენტო აქტს მიადგნენ, რომელიც ამ კაცმა თავის თავზე აიღო. პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. ამ კაცმა ეს ყველაფერი გააკეთა ეკონომიკის ამოსუნთქვისთვის და რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ ნაცებმა და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა. ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა - უმადურობა, რომელიც ქართველ კაცს არასდროს ახასიათებდა, თუმცა ამ ადამიანებთან რთულია ისაუბრო ქართველობაზე, მადლიერებაზე, სამშობლოსა და სხვა ღირებულებებზე - მათ ეს უბრალოდ არ ესმით, უცხოა მათთვის ყველაფერი ქართული. ვერ წარმოუდგენიათ, როგორ კეთდება ქართული საქმე, და სწორედ ამიტომ ეძებენ ყველაფერში ნაკლოვანებას“, - წერს შაკო კუჭაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 26 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 26 პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

იმედი

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

იმედი

ლაშა გეგეჭკორი: „თიბისი ბანკი“ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს