მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა ოგბაიძე: მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვისარგებლოთ განვითარებული სატრანსპორტო სისტემით
შალვა ოგბაიძე: მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვისარგებლოთ განვითარებული სატრანსპორტო სისტემით

შალვა ოგბაიძე: მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვისარგებლოთ განვითარებული სატრანსპორტო სისტემით

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე პარკირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.

შალვა ოგბაიძემ მათ განცხადებას პოპულისტური უწოდა და განმარტა, რომ დედაქალაქის მერიამ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად შესაბამისი კვლევის შედეგად ავტოსადგომების მშენებლობისთვის 5 ადგილი შეარჩია და ტენდერი გამოაცხადა.

„თავიდან აღნიშნული მშენებლობისთვის გარკვეული თანხა განისაზღვრა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომეს თანხა 1 ლარამდე შემცირდა, მსურველი არავინ გამოჩნდა.

აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე 200-300 ადგილიანი პარკირება ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ეს ყოველდღიურად მოძრავ 700 000 ავტომობილს ვერ უშველის“,-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არც ერთი დიდი ქალაქის ისტორიულ ნაწილში საკუთარი ინიციატივით საპარკინგე ადგილებს არავინ აწყობს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვისარგებლოთ განვითარებული სატრანსპორტო სისტემით და დედაქალაქის ისტორიული ნაწილი ფეხით მოსიარულეებს და ტურისტებს უნდა დაეთმოთ. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ავტოსადგომებისა და პარკირების აშენება“, - მიიჩნევს შალვა ოგბაიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

იმედი