მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა ოგბაიძე: წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება გრძელდება
შალვა ოგბაიძე: წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება გრძელდება

შალვა ოგბაიძე: წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება გრძელდება

იმედი|imedinews.ge

საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა ოგბაიძის, გამოსვლა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას მიეძღვნა.

„კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება შესრულდა ავჭალაში, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე. აქ მცხოვრებ მოსახლეობას უგზოობის საკითხი აწუხებდა. რამდენიმე დღეში შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება დასრულდება და ამ ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყება“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ასევე სიახლეა კონიაკის დასახლებაში, წყალსადენის ქუჩაზე, სადაც სასტუმრო „ბახტრიონში“ დევნილები ცხოვრობენ - მათ საცხოვრებელ შენობაში სრულიად ახალი ლიფტი დამონტაჟდა.

„სასტუმრო „ბახტრიონში“ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქე დევნილებისთვის სრულიად ახალი ლიფტი ამოქმედდა. დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად სასტუმროში ვიმყოფებოდი, დევნილ მოსახლეობას შევხვდი და მათ საჭიროებებს გავეცანი“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი