მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდა იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, არის სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის
შალვა პაპუაშვილი: ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდა იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, არის სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ჩვენი გვტკივა ყოველთვის და ჩვენს საკითხს ვუყურებთ. სხვა ქვეყნებსაც შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი გამოწვევები, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახეთ, რომ იმ რეზოლუციით ჯო უილსონმა კვლავ თავისი სახე დაგვანახა და თავისი თავი შეგვახსენა. ვნახეთ ერთი რამ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით გააყალბა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სომხეთსა და მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების კრიტიკაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ფაქტების ნაცვლად გვაქვს მანიპულაციები, არის ყალბი ნარატივების შეთხზვის მცდელობები საქართველოს წინააღმდეგ.

„ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცდა იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, არის სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ერთი და იგივე ხალხი და ერთი და იგივე სახეებია, იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო თუ სხვა მსგავსი ფორმატები, ერთი და იგივე სახელი და გვარები და სახეები ტრიალებენ. ეს ადამიანები მოჩენილი არიან საქართველოსთვის, რომ რამენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა.

მათი ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მე-19 საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად მთელს ქვეყანას თავს დაესხნენ სხვადასხვა ინსტრუმენტებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა

რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა

იმედი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

იმედი

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი