მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე: ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს
შალვა პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე: ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს

შალვა პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე: ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვართ მზად, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია და რეგიონში აშშ-ის საუკეთესო პარტნიორი მოიძულა - შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა, ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია ცალი მხრიდან ეს ურთიერთობები და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი პარტნიორობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ორი ქვეყნის უწყებებს შორის ურთიერთობების დინამიკა მზარდია და ეს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.

„რა მომენტშიც აშშ-ის ადმინისტრაცია მზად იქნება შემდეგი ეტაპისთვის, იმ მომენტში ჩვენც მზად ვიქნებით. ჩვენ არსად ვჩქარობთ, ჩვენი პოზიციები გვაქვს. ამ მეგობრობაში ჩვენ ვართ კეთილსინდისიერები და წინა ადმინისტრაცია მოიქცა არაკეთილსინდისიერად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ის რომ ტრამპმა USAID-ის დაფინანსება შეწყვიტა და სხვა მავნე პროექტები დახურა, მიანიშნებს იმაზე, რომ ის გმობს ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანება.

„ვისაც ამ მიზნებთან ერთად უნდა ჩვენთან პარტნიორობა და ურთიერთობა, ყველას მივესალმებით. ჩვენ არავის ვაძალებთ, არც ბაიდენს ჩამოვკიდებივართ მაშინ კისერზე, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა. ვისაც უნდა ჩვენთან მეგობრობა, ყველა ხედავს, რომ ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორი. მაშინ, როდესაც ამერიკას მთელი ევროპა დაემალა ავღანეთში, აი, დღეს, რომ მჯიღს ირტყამენ ბალტიის ქვეყნები და ათი და ოცი კაცი რომ ჰყავდათ ავღანეთში, ჩვენ გვყავდა 1000 ჯარისკაცი ავღანეთში. ასე რომ ყველამ კარგად იცის, პარტნიორს თუ ეძებს, ყველაზე სანდო და კეთილსინდისიერი პარტნიორები ვართ ქართველები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კმაყოფილია ურთიერთობის იმ დინამიკით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციასთან აქვს.

„ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ, მათ შორის იმ პროექტით, რასაც „ტრამპ თაუერი“ ჰქვია. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამ რეგიონში საკუთარი სახელის წარმოჩენას ცდილობს, ესეც არის ის გზავნილი, რომელიც ამ დინამიკას ადასტურებს. რაც შეეხება კომუნიკაციას, იცით, რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი, არის უწყებებს შორის კომუნიკაცია. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • პაპუაშვილი: ევროსაბჭოს მიერ პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსება უნდა გაირკვესფორმულა
  • "სწორი არ არის სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა" - პაპუაშვილი ღარიბაშვილზეBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხებარუსთავი 2
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

საქპატენტში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სასწავლო პროგრამას 10 ქვეყნის წარმომადგენელი გაივლის, სწავლებას ქართველ სპეციალისტებთან ერთად ვარშავისა და ალიკანტეს უნივერსიტეტების პროფესორები გაუძღვებიან

ცნობილია რა თემებზე გაამახვილებს ტრამპი ყურადღებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

ცნობილია რა თემებზე გაამახვილებს ტრამპი ყურადღებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

იმედი

შალვა პაპუაშვილი: ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ მათ შორის ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად. არ გვინდა ჩვენ, რომ ქართველების ფული იხარჯებოდეს „ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

იმედი