მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელელ ჩინოვნიკებს როგორც კი მიუვათ მეილზე ახალი კვლევა, იქვე გადააგდებენ ნაგვის ყუთში, აიღებენ თავის სიას, „როგორ ვავნო საქართველოს“ და დაიწყებენ მონიშვნას: დავხუროთ ტელევიზია, გავაუქმოთ პარლამენტი და ა.შ.
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელელ ჩინოვნიკებს როგორც კი მიუვათ მეილზე ახალი კვლევა, იქვე გადააგდებენ ნაგვის ყუთში, აიღებენ თავის სიას, „როგორ ვავნო საქართველოს“ და დაიწყებენ მონიშვნას: დავხუროთ ტელევიზია, გავაუქმოთ პარლამენტი და ა.შ.

იმედი|imedinews.ge

ეს აჩვენებს სახელმწიფოს სისტემის გამართულობას, აჩვენებს პარლამენტის და მთავრობის მუშაობის შეთანხმებულობას, იმას, რომ ეს კოორდინაცია მთავრობასა და პარლამენტს შორის არსებობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგი იმის ნაწილია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები სათანადოდ სრულდება აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დანაყოფის მიერ.

„აჩვენებს სისტემის გამართულობას, მათ შორის სასამართლო კონტროლის გამართულობას აღსრულების პროცესზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება ეკონომიკურ ზრდაში, ინვესტიციებში და სხვადასხვა მიმართულებით, რაც ობიექტურია.

ნუ გექნებათ იმედი, რომ ამას რაიმე გავლენა ექნება რომელიღაც ბრიუსელელი ჩინოვნიკის მოსაზრებაში, რადგან მათ როგორც კი მიუვათ მეილზე ახალი კვლევა, იქვე გადააგდებენ ნაგვის ყუთში, აიღებენ თავის სიას, „როგორ ვავნო საქართველოს“ და დაიწყებენ მონიშვნას: დავხუროთ ტელევიზია, გავაუქმოთ პარლამენტი, ჩვენი ემისრები დავნიშნოთ და ა.შ. მაგრამ ხედავთ, რომ უშედეგოა მათი ყოველგვარი მცდელობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოქვეყნდა. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის შედეგებით, საქართველოსა და მონტენეგროს უმაღლესი შესრულება აქვთ. დანარჩენი კანდიდატი ქვეყნები კი საქართველოსა და მონტენეგროს ჩამორჩებიან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი