მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის

იმედი|imedinews.ge

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ისტორია გმირობის მაგალითებით არის სავსე.

„ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე - არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება თანამედროვე ქართული ჯარის სახით, რომელიც ერთგულად ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს.

თუმცა, ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, ერთიანობაში და მშვიდობის შენარჩუნების უნარში. ძლიერი სახელმწიფო იქმნება არა მხოლოდ ძლიერი ჯარით, არამედ სწორი, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკით - პოლიტიკით, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს, ამყარებს პარტნიორობას, აძლიერებს ინსტიტუტებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი