მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ

იმედი|imedinews.ge

ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია, მან უამრავ კრიზისს, მათ შორის გარშემო ომებს გაუძლო და არ დაზიანებულა, პირიქით, იზრდებოდა.

„ეკონომიკურად არავისზე დამოკიდებული არ ვართ. რუსეთთან ვაჭრობა, თუ არ ვცდები 12 %-ია. ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე ზუსტად ის არის, რომ დივერსიფიცირებულია. ამიტომ გაუძლო იმ საგარეო კრიზისებსა და შოკებს, რომელიც არსებობდა რეგიონში. წარმოიდგინეთ, ჩვენს გარშემო რამდენიმე ომი მიმდინარეობდა და საქართველო ეკონომიკურად იზრდებოდა და არ ზიანდებოდა. მთელი გონიერება საქართველოს ხელისუფლების მოქმედების არის ის, რომ დივერსიფიცირებული გვქონდეს ჩვენი ეკონომიკა იმისთვის, რომ ამ შეშლილ სამყაროში რომელი მომენტიდან ხდებიან მტრები და რომელი მომენტიდან მოყვრები, ეს ვერ გაგვიგია. ჩვენი ომის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთთან გააღრმავა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. გერმანიამ რუსეთთან „ნორდ სტრიმის“ მშენებლობა დაიწყო. ყველა კარგად ჩაეხუტა რუსეთს. იყვნენ მოყვრები და შემდეგ აღმოჩნდა, რაღაც მომენტში აღმოჩნდნენ მტრები. ჩვენგან მოლოდინია, რომ ჩვენ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ავაწყოთ იმაზე, როგორ გაიღვიძებენ ხვალ ბრიუსელი თუ სხვა ბიუროკრატები", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი