მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი კრიტერიუმია აშშ-სთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. ასე რომ, ამ მიმართულებით მივდივართ. მოვა მაისი და ვნახავთ
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი კრიტერიუმია აშშ-სთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. ასე რომ, ამ მიმართულებით მივდივართ. მოვა მაისი და ვნახავთ

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი კრიტერიუმია აშშ-სთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. ასე რომ, ამ მიმართულებით მივდივართ. მოვა მაისი და ვნახავთ

იმედი|imedinews.ge

შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი ორივე მხრიდან არსებობს, ურთიერთობების გაციების მიზეზად კი პაპუაშვილმა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია დაადანაშაულა.

„მოვა მაისი და ვნახავთ. მთავარი არის ერთი რამ - როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის საუბარი შედგა, მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან არის სურვილი, ურთიერთობა გადაიტვირთოს. ჩვენი მხრიდან ითქვა, რა არის კრიტერიუმი, როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კი, ნამდვილად მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა“. ჩვენი მთავარი კრიტერიუმი არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. ასე რომ, ამ მიმართულებით მივდივართ.

ჩვენ ამ საკითხს ვუდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გადმოსახედიდან, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები უყურებს თავის საგარეო პოლიტიკას საკუთარი ეროვნული ინტერესების გადასახედიდან. ჩვენ გვიხარია ის, რომ სახელმწიფო მდივნის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სხვა ქვეყნებსაც აქვთ საკუთარი ეროვნული ინტერესები და ამ ცოდნით შედიან ნებისმიერ საუბარში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია მაისის ბოლომდე გაღრმავდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი