მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან მისიას, რომელსაც ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება ჰქვია
შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან მისიას, რომელსაც ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება ჰქვია

იმედი|imedinews.ge

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სულიერი კერაა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც ის აღნიშნავს, საუკუნეების განმავლობაში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია რწმენის, განათლებისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

,,პარლამენტის წევრებთან ერთად ვესტუმრეთ ეპარქიას, სადაც მეუფე გერასიმეს მასპინძლობით ტაძრები, მონასტრები და ეპარქიის ისტორიული სიწმინდეები მოვილოცეთ, ცაიში, კორცხელი, სქურის მამათა მონასტერი, წალენჯიხის დიდებული ტაძარი, საუკუნეების ისტორიის მქონე სავანე. ყოველი მათგანი ქრისტიანული რწმენის უწყვეტობისა და ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის ცოცხალი სიმბოლოა.

სწორედ ასეთი სიწმინდეები გვახსენებს იმ ღრმა ფესვებს, რომლებზეც დგას ქართული ქრისტიანული ტრადიცია და რომელსაც წელს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია იმითაცაა გამორჩეული, რომ სწორედ ამ მხარეში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ, ხოლო ცაიში საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა. საუკუნეების განმავლობაში ეს ეპარქია რწმენის, განათლებისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

მადლობას ვუხდი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს გულთბილი მასპინძლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეპარქია მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან მისიას, რომელსაც ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება ჰქვია.

ღვთისმშობლის წყალობა ფარავდეს საქართველოს,“, - წერს პაპუაშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერი:ეუთო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო ჩართული კოორდინირებულ თავდასხმაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ახლა ეს ინსტიტუტიც გარიეს ამ ყველაფერში, ამის გამოხატულებაა სიცრუით და აბსურდით გაჯერებული ის რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა საპარლამენტო ასამბლეაში და რომელიც არის მორიგი მტრული აქტი ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ

ჯეი დი ვენსი ისრაელზე: მათ სისტემაში არსებობენ ადამიანები, და ჩვენ ამაში ეჭვიც არ გვეპარება, რომლებიც ამერიკული საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობენ, რათა ომი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს

ირაკლი კობახიძე: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული ნაბიჯები, რაც იდგმება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროინტეგრაციის დაჩქარებას, არის ქვეყნები, რომლებიც 15 წელია, არიან მოლაპარაკებების რეჟიმში, მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა მათ ნაწილს საერთოდ არავითარი პროგრესი არ აქვს

ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამის დასტურია თურქმენეთის პრეზიდენტის  ვიზიტი