მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე: აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს
შალვა პაპუაშვილი გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე: აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს

იმედი|imedinews.ge

აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირისა თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს არის ცილისწამება.

„დღეს ამ საკითხს მივუძღვენი სოცმედიაში გამოხმაურება, რომ ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული და ვერ გამოდის იმ ნარატივიდან, რომელიც ორი წლის წინ საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ შეეცადნენ, რომ თავს მოეხვიათ საქართველოსა და მსოფლიოსთვის, თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თითქოს საქართველოში მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ხდებოდა მოქმედებები პოლიციის მხრიდან. ეს ყველაფერი დაიმსხვრა, ყველა საკითხი გამოძიებულია, განაჩენები დამდგარია, ვნახეთ ჩვენ 45 საპროცესო შეთანხმება და შეწყალების თხოვნა, სადაც აღიარებულია ყველა დანაშაული.

ახლა მოჭიდება ისევ ამ ცრუ ნარატივზე უბრალოდ აჩვენებს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის არსს, რომ ისინი ხავსს ეჭიდებიან და კვლავ იმ რევოლუციური სცენარის მომსახურებას ცდილობენ, რომელიც საქართველოში დამარცხდა. უნდა გამოვიდეს ბრიუსელი ამ ილუზიებიდან, უარი უნდა თქვას აგრესიულ რიტორიკაზე საქართველოს წინააღმდეგ და მართლაც შემაშფოთებელია, რომ ჩვენ კვლავ გვესმის ამგვარი რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ და უარი უნდა თქვას დეზინფორმაციის გავრცელებაზე საქართველოს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საღ აზრს, როგორც იქცევა დღეს ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში, საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დასძინა, რომ ყველა ცრუ განცხადება, ევროკავშირის მხრიდან იქნება, თუ ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან, იქნება მხილებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • ევროკავშირი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების შეძენაზე შეთანხმდაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →პაპუაშვილი →გაეროს →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინა

იმედი

დავით ქართველიშვილი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე: ვაშინგტონი შეეცდება შუალედური შეთანხმებების მიღწევას და მოსკოვისა და კიევის სამმხრივ ფორმატში დაბრუნებას

დავით ქართველიშვილი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე: ვაშინგტონი შეეცდება შუალედური შეთანხმებების მიღწევას და მოსკოვისა და კიევის სამმხრივ ფორმატში დაბრუნებას

იმედი

Euractiv: ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს სთხოვს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის MAGA-თან კავშირები გაწყვიტონ

Euractiv: ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს სთხოვს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის MAGA-თან კავშირები გაწყვიტონ

იმედი

ფინანსთა მინისტრი კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იმედი