მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ „ფეისბუკის“ ერთი „ფრენდლისტი“ ხალხი არის შეკრებილი, რომელთაც აქვთ „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგია. ეს ის ხალხია, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში უცხოელმა განსაზღვროს ჩვენი დღის წესრიგი, ამ იდეოლოგიით აქვთ მოწამლული გონება
შალვა პაპუაშვილი: გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ „ფეისბუკის“ ერთი „ფრენდლისტი“ ხალხი არის შეკრებილი, რომელთაც აქვთ „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგია. ეს ის ხალხია, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში უცხოელმა განსაზღვროს ჩვენი დღის წესრიგი, ამ იდეოლოგიით აქვთ მოწამლული გონება

იმედი|imedinews.ge

ეს სამწუხარო მოვლენაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ათასი ადამიანი „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის გამზიარებელი, რომელიც მზად არის დაამხოს ქვეყანა და დაუქვემდებაროს სხვას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ცხოვრობს 4 მილიონი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დღის წესრიგს განსაზღვრავს.

„რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელსაც ხან პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა სურს, ხან პარლამენტის დაწვა სურს და ამ ყველაფერს აკეთებს მხოლოდ ერთი მიზნით, რომ თავი მოაწონოს უცხოელს, მის დროშას აფრიალებს, მის პლაკატებს იჭერს ხელში, რას ვიზამთ, საზოგადოებაში არის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიას იზიარებს, არჩევნებში ხმასაც იღებს ეს პარტია. ეს მოცემულობა გვაქვს, მაგრამ ამ ქვეყანაში ცხოვრობს 4 მილიონი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის კურსს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს უქვემდებარებს.

გუშინდელი დღე ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ „ფეისბუკის“ ერთი „ფრენდლისტი“ ხალხი არის შეკრებილი, რომელთაც აქვთ ,„ნაცმოძრაობის“ იდეოლოგია. ეს ის ხალხია, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში უცხოელმა განსაზღვროს ჩვენი დღის წესრიგი, ამ იდეოლოგიით აქვთ მოწამლული გონება. მთავარია, რომ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა სწორად ხედავს, თუ სად ვიმყოფებით და რა პოლიტიკას ვაწარმოებთ და ამ პოლიტიკის მხარდამჭერია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი