მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ რეიტინგზე: კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა
შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ რეიტინგზე: კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ რეიტინგზე: კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა

იმედი|imedinews.ge

„ლელოს“ რომ ჰგონია, რახან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე IRI-ის კვლევას გამოეხმაურა.

„ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წელს და ყოფილიყვნენ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, საქართველო შევიდოდა ომში. ამის მიმართ ეჭვიც კი არ არსებობს. როდესაც პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს, რომ 14 წელი უწყვეტი მშვიდობაა ამ ქვეყანაში, ხალხის ნდობას აჩვენებს. ერთი მხრივ, IRI-ის და მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მთავრობის მიმართ ნდობით საქართველო მოწინავეა, ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის კარგი დასტური, რომ როცა ვუყურებთ ობიექტურ კვლევებს, როდესაც ემთხვევა, ერთმანეთს ამყარებს. დამალავდა ოპოზიცია, აბა, რას იზამდა?! „ლელოს“ რომ ჰგონია, რახან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა. სხვა პარტიებია და არ ჩანს საერთოდ. ბოკერიას რომ ჰგონია, დაავიწყდა ხალხს, რა როლი ჰქონდა სააკაშვილის დიქტატორული, მწამებელი რეჟიმის შექმნასა და იდეოლოგიურ გამყარებაში, კვლევამ აჩვენა, რომ ნულია მათი რეიტინგი. სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება

მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება

იმედი

ლევან მაჭავარიანი  კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

ლევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

იმედი

ცესკოში 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

ცესკოში 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

იმედი

AXIOS: აშშ-მა საუდის არაბეთსა და კატარში ენერგოობიექტების დასაცავად დამატებითი Patriot-ები განალაგა

AXIOS: აშშ-მა საუდის არაბეთსა და კატარში ენერგოობიექტების დასაცავად დამატებითი Patriot-ები განალაგა

იმედი