
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს ეს, იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი
მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს ეს, იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გარე ძალები რადიკალების წაქეზებით საქართველოში ნეპალის მოწყობას გეგმავდნენ, რაც მოძალადეების აღიარებითმა ჩვენებებმაც დაადასტურა.
„მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს ეს, იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც საქართველო იდგა მშვიდობასა და დაპირისპირებას შორის. ჩვენ პირდაპირ, ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი. ამისკენ გვითრევდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ უნდა ამოეწყოთ ნეპალი. ნეპალი სწორედ სამოქალაქო ომს, დაპირისპირებას და სისხლის ღვრას გულისხმობს და ამას დაუჭირა მხარი ევროკომისიამ 4 ოქტომბრამდე. და 4 ოქტომბერს, როდესაც პირდაპირ მიდიოდა ძალადობა, ახლა ამ მოძალადეებმა, რომ აღიარეს დანაშაული, როგორც ძალადობა, ასევე აღიარე მათი მიზანი, რომ ხელში ჩაეგდოთ პრეზიდენტის სასახლე და ამ მიზნის განხორციელების პროცესში, ონლაინ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ და ა.შ. პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს მიმართ მტრული განწყობებით.
ასე რომ ეს კიდევ ხაზს უსვამს თუ რამხელა საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი საზოგადოება ბრიუსელის წაქეზებით, რა საფრთხე აიცილა ჩვენმა საზოგადოებამ. და აიცილა იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა იყო მოწოდების სიმაღლეზე და შეძლო ამ სისხლის ღვრისკენ მიმართული პროცესის ნეიტრალიზება.
