მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ვინც ზურგს აქცევს ქართველ ხალხს, მას ქართველი ხალხიც აქცევს ზურგს
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ვინც ზურგს აქცევს ქართველ ხალხს, მას ქართველი ხალხიც აქცევს ზურგს

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ვინც ზურგს აქცევს ქართველ ხალხს, მას ქართველი ხალხიც აქცევს ზურგს

იმედი|imedinews.ge

თუკი ვინმეს კიდევ შერჩენილი აქვს რაიმე პასუხისმგებლობა და სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმართ, მათ ერთი შანსი არ გამოიყენეს 2 დღის წინ, როდესაც იყო აღსაყდრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და არ მოვიდნენ იქ. ნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მომენტს არც კი დაესწრო. ინტერესიც არ ჰქონიათ, არც კი მოსულან, რომ ყოფილიყვნენ ამ დიდი მოვლენის თანამონაწილენი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა.

„მეორეა 26 მაისი და არ ვიცი, 7 საათზე რომ ფიქრობენ, არ აპირებენ დილით აღნიშნონ, როგორც მთელი ქვეყანა აღნიშნავს, მაშინ, როდესაც წვევამდელები დადებენ ფიცს თბილისსა და სხვა ქალაქებში? არც ამის თანამონაწილეები უნდათ რომ იყვნენ. ასე რომ, ვისაც ჩვენი ქვეყნის არც სულიერი და არც სახელმწიფოებრივი მხარე აინტერესებს, აინტერესებთ მხოლოდ ერთ რამ - როგორ დათვლიან მათ თავებს გარედან. ეს თქვა კიდევაც ნიკა გვარამიამ, რომ 26 მაისის მიზანი მათთვის არის ის, რომ გამოვიდნენ და დაენახონ პატრონებს ქვეყნის გარეთ, იმისთვის, რომ კიდევ რაღაც მოწყალება გაიღონ მათ მიმართ, 1-2 ევროცენტი გადმოუგდონ სამოწყალოდ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ის მოსახლეობასთან ოპოზიციის რეგიონში მიმდინარე შეხვედრებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათთვის მთავარია ევროკავშირის ელჩმა ჩამოართვას ხელი, ქართველი ხალხი კი მათ „არ იხუტებს“.

„ეს ყოველთვის ასე იქნება. უცხოელები მათ ყალბ იმედებს უქმნიან, რომ საკუთარი მხარდაჭერით მოიყვანენ მათ ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ამას ვხედავთ 2024 წლიდან მოყოლებული, რომ გარედან ცდილობენ ქართველი ხალხის ნების გადატეხას, იმისთვის, რომ რამენაირად სააკაშვილი და მსგავსი ჯგუფები ხელისუფლებაში მოიყვანონ. ვინც ზურგს აქცევს ქართველ ხალხს, მას ქართველი ხალხიც აქცევს ზურგს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი