მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: პოლიტიკურად მიზანშეუწონელია, რომ ანტიკონსტიტუციური პარტია არსებობდეს
შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: პოლიტიკურად მიზანშეუწონელია, რომ ანტიკონსტიტუციური პარტია არსებობდეს

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: პოლიტიკურად მიზანშეუწონელია, რომ ანტიკონსტიტუციური პარტია არსებობდეს

იმედი|imedinews.ge

პოლიტიკურად მიზანშეუწონელია, რომ ანტიკონსტიტუციური პარტია არსებობდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პარტიების აკრძალვაზე საუბრისას.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება არც არასდროს მიგვიღია და ვერც ვერასდროს მივიღებთ. ჩვენ გვაქვს მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური პარტიები და ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუკი პარტია არის ანტიკონსტიტუციური, ის არ უნდა არსებობდეს. ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ განსაჯოს ჩვენი და მოსახლეობის უმეტესობის აზრი. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ჩვენ, 1 120 000- მა (მილიონ ას ოცი ათასმა) ადამიანმა მოგვცა მანდატი, რომ მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ასე რომ ამ სარჩელის უკან დგას არა „ქართული ოცნების“ ან პარლამენტის გარკვეული წევრები, არამედ 1 120 000 (მილიონ ას ოცი ათას) ადამიანის სარჩელია ეს კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარტია არის ანტიკონსტიტუციური, ასეთი პარტია უნდა არსებობდეს?! ვნახოთ სასამართლო ამ მხრივ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს