
შალვა პაპუაშვილი: სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ქართული მედიისა წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა ამ კამპანიის ავანგარდში მდგარ ადამიანებზე.
„უნდა შევხედოთ სახელებს და სახეებს. საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმის ამ კამპანიის ავანგარდში ჩვენ ვხედავთ ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ რასა იუკნევიჩიენეს და ვხედავთ ევროპარლამენტის ახალ ამომავალ ვარსკვლავს - ბრეიზას, რომელიც გახლავთ სიკორსკის პარტიის წევრი და მის ნაცვლად შევიდა ევროპარლამენტში. ეს ის სიკორსკია, რომელმაც სულ რამდენიმე ხნის დააფუძნა პროპაგანდისტული არხი, „ვოტ ტაკ“ რომ ჰქვია. ეს დააფუძნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პირდაპირ პროპაგანდისტული იარაღია საქართველოს წინააღმდეგ, ქართველ ხალხს ებრძვის პირდაპირ - დაიწყო ეკლესიაზე, საქართველოს ინტერესებზე თავდასხმა ანუ ეს არის პოლონეთის პროპაგანდისტული იარაღი. სიტყვა „პროპაგანდას“ როგორ ამბობს საერთოდ ეს ადამიანი, როდესაც თავად არის იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალურად შექმნა პროპაგანდისტული იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ თავს დაესხას ქართველი ხალხის ინტერესებს.
ასე რომ, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი მტრული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი საფუძველი, გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. პაპუაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს ანტიქართულ განწყობებზეც ისაუბრა.
„დღეს ევროკავშირი სინამდვილეში არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირი ადამიანები. აი, ეს არის სინამდვილეში დღეს, სადაც მიიყვანეს ევროკავშირი და ამას რა თქმა უნდა, ჩვენ ვებრძვით. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირი დაუბრუნდეს საწყის ღირებულებებს იმიტომ, რომ ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება. როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენეს ევროკავშირში ჩვენ რაიმე საერთო გვქონდეს?
