მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: საქართველო უფლის კვართისა და ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის მცველი ქვეყანაა. ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ჩვენს ერს ერგო და ამავე დროს, ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც
შალვა პაპუაშვილი: საქართველო უფლის კვართისა და ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის მცველი ქვეყანაა. ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ჩვენს ერს ერგო და ამავე დროს, ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც

შალვა პაპუაშვილი: საქართველო უფლის კვართისა და ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის მცველი ქვეყანაა. ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ჩვენს ერს ერგო და ამავე დროს, ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოც პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, სიწმინდეების, ქრისტიანული რწმენის და სახელმწიფო მემკვიდრეობის ღირსეულად შენარჩუნება. მისი თქმით, წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღინიშნება.

,,პარლამენტის წევრებთან ერთად დავესწარით ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს, სადაც საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ აღავლინა.

საქართველო უფლის კვართისა და ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის მცველი ქვეყანაა. ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ჩვენს ერს ერგო და ამავე დროს, ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც. სწორედ ამიტომ, ჩვენი წინაპრების მსგავსად, ჩვენი ვალია, დავიცვათ ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ის სიწმინდეები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვლაქერნობის დღესასწაულს წელს საქართველოს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში აღვნიშნავთ. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტობა ქრისტიანულ საფუძველზეა აღმართული და სწორედ ამ საძირკველმა გააძლებინა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი განსაცდელები.

ჩვენი პატივი და პასუხისმგებლობაა, ჩვენი სიწმინდეები, ქრისტიანული რწმენა და სახელმწიფოს მემკვიდრეობა ღირსეულად შევინარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ და იმავე სულიერი სიმტკიცით გადავცეთ მომავალ თაობებს, როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს.

ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, - წერს პაპუაშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს

იმედი

ტრამპი ირანთან ომის დასრულების შესახებ: მე ახლა მოლაპარაკება არ მსურს

ტრამპი ირანთან ომის დასრულების შესახებ: მე ახლა მოლაპარაკება არ მსურს

იმედი

ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის შემოსვლა უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არასდროს გვქონია

ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის შემოსვლა უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან შანხაისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არასდროს გვქონია

იმედი

დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე