მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უნდა პოლიტიკაში რაიმე გააკეთოს, ვურჩევ შეეშვან ერთი საელჩოდან მეორეში სიარულს და გარე ძალების იმედად აქ ყოფნას
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უნდა პოლიტიკაში რაიმე გააკეთოს, ვურჩევ შეეშვან ერთი საელჩოდან მეორეში სიარულს და გარე ძალების იმედად აქ ყოფნას

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უნდა პოლიტიკაში რაიმე გააკეთოს, ვურჩევ შეეშვან ერთი საელჩოდან მეორეში სიარულს და გარე ძალების იმედად აქ ყოფნას

იმედი|imedinews.ge

კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უნდა პოლიტიკაში რაიმე გააკეთოს, ვურჩევ შეეშვან ერთი საელჩოდან მეორეში სიარულს და გარე ძალების იმედად აქ ყოფნას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში არცერთი ადამიანის ბედი არ წასულა კარგად, ვინც გარე ძალებით ხელისუფლების მოპოვებას და შენარჩუნებას ცდილობდა.

„ისტორია მეორდება ყოველთვის და ყოველთვის არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი გავლენის დამყარებას საქართველოში. აქვთ სხვადასხვა მტრული თუ არასწორი მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით, ყველა ვინც ჩადგება უცხო ქვეყნის სამსახურში, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, დამარცხდება საკუთარ ხალხთან. როგორც მარცხდებოდნენ აქამდე სხვადასხვა უცხო ქვეყნის, მათი ელჩების თუ პოლიტიკოსების იმედად, ისე დამარცხდებიან.

ასევე ვეტყვი უცხო ელჩებს, რომლებსაც ჰგონიათ ის, რომ არიან სხვადასხვა დიდი ქვეყნის წარმომადგენლები, ეს მათ აძლევს რაიმე უფლებას სხვა ხალხის და ერების ცხოვრებაში ჩაერიონ. შესაძლოა ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ატომური ბომბი, რომელიც აქვს ბრიტანეთს, მას აძლევს უფლებას სხვა ქვეყნებს შეხედოს როგორც მეორეხარისხოვანს და თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი, მაგრამ აქაც გადახედონ გინდა საკუთარ ისტორიას, გინდა საქართველოს ისტორიას. ბევრი გვინახავს ასე ცხვირაწეული, საქართველოსთან მოლაპარაკე ხალხი, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველო დარჩა და სხვას, ვინც დიდი გონორით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ვხედავთ ხოლმე, რომ სხვადასხვა ბედს იზიარებენ.

ასე, რომ კიდევ ერთხელ, ყველა ელჩს მოვუწოდებ გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ საქართველოში ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში. კარგი არაფერი მოუტანია სხვისი ხელების ფათურს ქართველი ხალხის ცხოვრებაში და ამიტომ, შესაბამისად ყველა უნდა შეეშვას ამგვარ ქცევას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზურაბ პატარაძემ პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნას პატივი მიაგო

ზურაბ პატარაძემ პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზამ დაასრულა მუშაობა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინზე, რომელიც ძირითად მაგისტრალს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან აკავშირებს

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზამ დაასრულა მუშაობა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინზე, რომელიც ძირითად მაგისტრალს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან აკავშირებს

იმედი

ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია

ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო