მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: სენატორი შაჰინი ყოველთვის უყურებდა საქართველოს ასე - რა შეიძლება არგოს საქართველომ მისი ქვეყნის ინტერესებს. სხვა საკითხია, რამდენად სწორად ესმის მას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები
შალვა პაპუაშვილი: სენატორი შაჰინი ყოველთვის უყურებდა საქართველოს ასე - რა შეიძლება არგოს საქართველომ მისი ქვეყნის ინტერესებს. სხვა საკითხია, რამდენად სწორად ესმის მას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები

იმედი|imedinews.ge

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას , რომ უკრაინაში რუსეთის წარმატება დააზიანებს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს და გააძლიერებს ჩინეთის ინტერესებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველა სახელმწიფო პირველი რიგში საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს.

„აქ ჩანს ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. გუშინ საღამოს რომ ვიხილეთ „ნაცმოძრაობის“ ღონისძიება. ეს ხალხი არწმუნებს თავის მხარდამჭერებს, რომ ვიღაც დედამიწის ზურგზე უფრო მეტად ზრუნავს საქართველოს ინტერესებზე, ვიდრე ქართველი ადამიანი და საქართველოს ხელისუფლება. ეს მწარე სიმართლეც არ არის, ეს რეალობაა. ასე იყო ყოველთვის, არასოდეს ყოფილა სხვანაირად სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები, ისტორიულადაც. ასე რომ ეს წამოცდენა თუ განცხადება მისი მხრიდან კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რასთანაც ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკაში გვაქვს საქმე.

ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა სენატორ შაჰინს საქართველოსთან დაკავშირებით. ის ყოველთვის უყურებდა საქართველოს ასე - რა შეიძლება არგოს საქართველომ მისი ქვეყნის ინტერესებს. სხვა საკითხია, რამდენად სწორად ესმის მას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები“, - აცხადებს პაპუაშვილი.

აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი