მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: შეუმდაგრი დამხობიდან ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა
შალვა პაპუაშვილი: შეუმდაგრი დამხობიდან ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა

შალვა პაპუაშვილი: შეუმდაგრი დამხობიდან ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა

იმედი|imedinews.ge

ერთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ იმ დღეს არა მხოლოდ ემოციით, არამედ უკვე ფაქტების სრული ჯაჭვით შევხედოთ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, არშემდგარი დამხობიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წარმოდგენა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით შეიძლება.

,,დღეს ერთი წელი გავიდა 2025 წლის 4 ოქტომბრიდან - დღიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით დასრულდა.

ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა.

ერთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ იმ დღეს არა მხოლოდ ემოციით, არამედ უკვე ფაქტების სრული ჯაჭვით შევხედოთ.

4 ოქტომბერი ერთ დღეში არ დაწყებულა.

მას წინ უძღოდა კვირების განმავლობაში ხელისუფლების დამხობის დაანონსება, ძალადობრივი სცენარების რომანტიზება და რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური შეგულიანება.

ამ ფონზე, 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკომისიის პრესსპიკერს პირდაპირ ჰკითხეს დაანონსებული შეკრების შესახებ და პასუხად მოვისმინეთ არა მოწოდება არჩევნებში მონაწილეობისკენ, არა გაფრთხილება ძალადობის დაუშვებლობაზე, არამედ დამხობის მიზნით დაანონსებული შეკრების მიმართ პირდაპირი მხარდაჭერა (!).

მაშინვე საჯაროდ ვთქვით, რომ ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადება და რომ, როდესაც ხელისუფლების დამხობა წინასწარ არის დაანონსებული, ასეთი პოლიტიკური სიგნალი რადიკალებისთვის წახალისებას ნიშნავს.

სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში სწორედ ის მოხდა, რის შესახებაც ვაფრთხილებდით.

4 ოქტომბერს შეკრების მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ და სასახლის შტურმით აღება სცადეს. გარედან სისხლისღვრისთვის გაწირული ქვეყანა, 90იან წლებში დაბრუნებას მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავების მკაფიო და ორგანიზებულმა მოქმედებამ გადაარჩინა.

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ კიდევ ერთი გარემოება.

მანამდე, თვეების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალტერნატიული ლეგიტიმაციის ცენტრად წარმოაჩენდა. ამ ლეგენდის გასამყარებლად მასთან "სათათბიროდ" რეგულარულად მიდიოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, მასთან ერთად, პრეზიდენტის შტანდარტის ფონზე პოზირებდნენ.

ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით ყველას - სახელმწიფო სიმბოლოებით თამაში და არარსებული ორხელოსუფლიანობის განცდის შექმნა უწყინარი პოლიტიკური თეატრი არ არის. ასეთი სიმბოლოები ადამიანებს შეიძლება რეალური მოქმედებისკენ უბიძგებდეს.

ამიტომ, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით არ გამხდარა სამიზნე. და შემთხვევითი არც ის იყო, რომ მარცხის შემდეგ, ზურაბიშვილის და დიპლომატების არცერთი "თათბირი" აღარ გვინახავს. თუმცა, დღემდე ბრიუსელისგან ასევე ვერ მოვისმინეთ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაგმობა და მოძალადეებისგან მკაფიო გამიჯვნა.

არშემდგარი დამხობიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება.

ეს არის 4 ოქტომბრის მთავარი გაკვეთილი - საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი, არჩევნებით და არა შტურმით.

დაბოლოს, ერთი წლის თავზე კვლავ მოვუწოდებ ბრიუსელს, დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა, უარი თქვას მომავალში რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, გააუქმოს საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციები“, - წერს პაპუაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • Google-მა ევროკავშირის მარეგულირებლის მოთხოვნები სასამართლოში გაასაჩივრაBM.GE
  • "არავის მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ" - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძეს პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
  • საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად სერგო მეთოფიშვილი და გოგა კიკილაშვილი დანიშნესფორმულა
სასამართლოს →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: ეს კონკრეტული ადამიანი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს მსგავსი ტიპის განცხადებებით

კახა კალაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: ეს კონკრეტული ადამიანი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს მსგავსი ტიპის განცხადებებით

იმედი

ჩიუაუა კომანდო მექსიკის ეროვნული გვარდიის თანამშრომელი გახდა🐶

ჩიუაუა კომანდო მექსიკის ეროვნული გვარდიის თანამშრომელი გახდა🐶

იმედი

ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ📷

ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ📷

იმედი

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს

იმედი