მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია. სამართლის უზენაესობა თუ კარგია ვაშინგტონში, ბერლინსა და ერევანში, ასეთივე კარგი უნდა იყოს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის
შალვა პაპუაშვილი: სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია. სამართლის უზენაესობა თუ კარგია ვაშინგტონში, ბერლინსა და ერევანში, ასეთივე კარგი უნდა იყოს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის

იმედი|imedinews.ge

თუკი ანტიკონსტიტუციურია პარტია, ის უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად, თუკი დამნაშავეა ადამიანი, ის უნდა იყოს ციხეში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

„თუკი სისხლის სამართლის საქმეა საწარმოებელი, იქ უნდა აწარმოო სისხლის სამართლის საქმე. შეგახსენებთ, ჩვენ თავპირი დაგვამტვრიეს იმის გამო, რომ ნიკა მელია აღმოჩნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარი პატიმრობის პირობის დარღვევის გამო 2021 წელს. ამის გამო სკანდალი მოაწყვეს, სანამ არ გამოიყვანეს იქიდან. ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, რომ გარეთ გამოეყვანათ. სტრასბურგამდე მივიდა ეს საქმე და მათ თქვეს, რომ მატყუარა იყო ბრიუსელი და მართალი იყო ქართული მართლმსაჯულება.

თუ ვინმე დასაჭერია და დანაშაული აქვს ჩადენილი უნდა დაიჭირონ. ამას ჰქვია სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობა თუ კარგია ვაშინგტონში, ბერლინსა და ერევანში, ასეთივე კარგი უნდა იყოს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის. თითოეული ამ სისხლის სამართლის საქმის უკან დგას პროკურატურის ბრალდება და სტრასბურგის პრაქტიკა, რომელიც ადასტურებს ქართული მართლმსაჯულების სისწორეს და პარტიებთან მიმართებით დგას საკონსტიტუციო სარჩელი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი