მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: უფრო სტაბილური სამეზობლო პაბსეკში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა
შალვა პაპუაშვილი: უფრო სტაბილური სამეზობლო პაბსეკში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა

იმედი|imedinews.ge

დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა. მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მისივე თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, შეგვიძლია ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის.

„უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის. მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის - უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის - განხორციელების ხელშეწყობა“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • "პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზერუსთავი 2
  • დღეს სააღმზრდელო პროცესი 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში ვერ განახლდა - ვაჟა დარჩიატვ პირველი
  • დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობა?BM.GE
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

იმედი