მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შარმანაშვილი სარჯველაძის ინტერპელაციაზე ოპოზიციის განცხადებებზე: დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ყველანაირი ოპონირება მინახავს, მაგრამ ამას ოპონირებას ვერ დავარქმევ. ეს იყო ზიზღის უკანასკნელი ფორმების ნთხევა
შარმანაშვილი სარჯველაძის ინტერპელაციაზე ოპოზიციის განცხადებებზე: დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ყველანაირი ოპონირება მინახავს, მაგრამ ამას ოპონირებას ვერ დავარქმევ. ეს იყო ზიზღის უკანასკნელი ფორმების ნთხევა

იმედი|imedinews.ge

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პრეპარატზე საუბრისას, ოპოზიციის წარმომადგენლები ოპონირების ნაცვლად, მიხეილ სარჯველაძის პირად შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.

„დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. ვიყავი მოძრაობაში, რომელიც საბჭოთა კავშირს უპირისპირდებოდა. ყველანაირი ოპონირება მინახავს, მაგრამ ამას ოპონირებას ვერ დავარქმევ. ეს იყო ზიზღის უკანასკნელი ფორმების ნთხევა და რის გამო? რომ თავი დაიმკვიდრონ პოლიტიკაში ასეთი უღირსი მეთოდებით, რომლებსაც სახელსაც კი ვერ ვუძებნი. მიხეილ სარჯველაძე ეკითხებოდა - რომელიმე ჩემი ფრაზა იყო ისეთი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა? მაგრამ ჰქონდათ მითითება, რომ არათუ ოპონირება არ გაეწიათ, არამედ პირად შეურაცხყოფაზე გადასულიყვნენ, ოღონდ ეს პოლიტიკური მიზნები აესრულებინათ. აი ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, თუ იქნება ოდნავ მაინც ხელჩასაჭიდი მედიკამენტი, რომელიც არ ავნებს ადამიანებს, „ხარჯებს არავინ შეხედავს. რაც არ უნდა დიდი იყოს ხარჯები, სახელმწიფო ამაზე წავა, მაგრამ აქ პირდაპირ ზიანის მიყენების საშიშროებასთან გვაქვს საქმე“.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება ასეთი ადამიანების და მათი ახლობლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი