
„შავი ლომი“ დღეს სამხრეთ აფრიკულ „ტოიოტა ჩიტასს“ დაუპირისპირდება
იმედი|imedinews.ge
დღეს 20:00 საათზე, „ავჭალის“ სტადიონზე „თბილისის თასის“ დასკვნით მატჩში „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკულ „ტოიოტა ჩიტასს“ დაუპირისპირდება. ამ შეხვედრით „თბილისის თასის“ პირველი გათამაშება და ქართული ფრანშიზის ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი დასრულდება. რადგან ტურნირი მოსამზადებელი ხასიათისაა, „შავმა ლომმა“ სამივე მატჩი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა — გამონაკლისი არც დღევანდელი დაპირისპირებაა, სადაც სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში კვლავ რამდენიმე სიახლე შეიტანა.
„შავი ლომი“ და „ჩიტასი“ ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან, თუმცა წინა სამი შეხვედრისგან განსხვავებით, მატჩი თბილისში პირველად იმართება.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge