მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

იმედი|imedinews.ge

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე გენერალური ასამბლეა ჩატარდა, რომლის მთავარ თემას - „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში“ წარმოადგენდა.

საპარლამენტო ფორუმში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. მათ რეგიონული თანამშრომლობის და ეკონომიკური განვითარების პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობაზე დებატები გამართეს, შესაბამისი მოხსენებები მოისმინეს და ეროვნული პარლამენტებისთვის რეკომენდაციები მიიღეს.

67-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის და სოციალური და ჰუმანიტარული პოლიტიკის კომიტეტების სხდომები გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა „ციფრული მმართველობისა და ინოვაციების სამართლებრივი ასპექტები შავი ზღვის რეგიონში“ ანგარიში წარადგინა.

საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებმა გენერალური ასამბლეის საშემოდგომო სესიის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და დელეგაციების შემადგენლობები დაამტკიცეს.

„გენერალური ასამბლეის ფარგლებში საინტერესო მოხსენებები განვიხილეთ. საპარლამენტო ფორუმის მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტის საკითხები წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ, ჩვენ დღევანდელ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება და ქვეყნები უკვე ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება მისი მაქსიმალურად და ეფექტიანად გამოყენება, რათა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში უფრო გამარტივდეს ლოგისტიკური და ერთმანეთთან ვაჭრობის საკითხები. ჩვენი მიზანია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ისე გამოყენება, რომ სახელმწიფოებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირ აისახება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორგანიზაციაში ორი წლის ვადით ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. ჩვენ ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ და კიდევ უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისი თქმით, ცალკე უნდა აღინიშნოს გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობა.

„საპარლამენტო ფორუმი, რომელშიც 10 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში გაიმართა. ეს არის გზავნილი, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებები არა მარტო დედაქალაქში, არამედ, ქვეყნის რეგიონებშიც შეგვიძლია ჩავატაროთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეგიონების განვითარებაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში უკრაინის რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს ესკალაციური ნაბიჯი უწოდეს

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში უკრაინის რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს ესკალაციური ნაბიჯი უწოდეს

იმედი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს

იმედი

თეა წულუკიანი „ლელოს“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატის შეურაცხყოფაზე: ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი

რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

იმედი