მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა

შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა

იმედი|imedinews.ge

წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მაილს დევისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, - ინფორმაციას სკულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფესტივალი მაილს დევისის ოჯახის წევრმა, პროდიუსერმა და დრამერმა ვინს უილბურნ ჯუნიორმა Miles Electric Band-თან (M.E.B.) ერთად გახსნა.

„ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგა ამერიკელი R&B-ის სუპერვარსკვლავი ერიკ ბენე (Eric Benét), რომლის შემოქმედებაც R&B-ის, ნეო-სოულის, ჯაზისა და გოსპელის ელემენტებს აერთიანებს. ფესტივალის დასკვნითი კონცერტი კი ბენდმა „გოსთ ნოუთმა“ (Ghost Note) გამართა, რომელმაც ფანკის, ჯაზ-ფანკის, აფრობიტისა და ჰიპ-ჰოპის სინთეზი წარმოადგინა.

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კულტურულ ღონისძიებაა, რომელიც მსმენელს მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში, ზრდის ქვეყნის კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

იმედი

Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი

Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი

იმედი

პირი, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

პირი, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

იმედი

„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა