
შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში სანაპიროს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დეტალური საინჟინრო პროექტის (DED) მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სამუშაოები „მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარების პროგრამის” ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
დეტალური საინჟინრო პროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სულ მცირე ცხრა პრიორიტეტული ლოკაციისთვის, მათ შორის ქობულეთის სანაპიროსთვის. დოკუმენტი განსაზღვრავს კლიმატგამძლე სანაპირო დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო საინჟინრო გადაწყვეტებს.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად 9 თვე ექნება. დაინტერესებულმა საკონსულტაციო კომპანიებმა სატენდერო წინადადებები არაუგვიანეს 2026 წლის 2 ოქტომბრისა უნდა წარმოადგინონ.
ტენდერის ბმული.
იმედი
წყარო: imedinews.ge