მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თბილისში არსებული საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები მოინახულა და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თბილისში არსებული საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები მოინახულა და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თბილისში არსებული საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები მოინახულა და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, სოსო ობოლაძესთან ერთად, თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები, მათ შორის ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,e-გეზი“, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის სათაო ოფისი მოინახულა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, ,,ციფრული საბაჟოს“ კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული პროექტი - თბილისის ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,e-გეზი“ საბაჟო სერვისების გაციფრულებას უკავშირდება და ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ,,e-გეზი“-ის მებაჟე-ოპერატორების მიერ, დარეგისტრირებულია 153845 საბაჟო დეკლარაცია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობაზე მეტყველებს.

,,თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ყოფნისას, მიხეილ მაღლაკელიძე პირადად დაესწრო, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, საქონლის გაფორმებისა და ტვირთების დათვალიერების პროცესს.

,,თბილისის“ გეზ-ში გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ მაღლაკელიძემ არსებული გამოწვევების ეფექტურად შესრულების პროცესში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხელმძღვანელი პირებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

როგორც, შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით სამუშაო შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი