მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისათვის ონლაინ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისათვის ონლაინ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისათვის ონლაინ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის 22 მაისიდან დაიწყებს, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრები სხვადასხვა საგამოცდო საგანს დაეთმობა და მათ ცენტრის საგნობრივი მიმართულებების წარმომადგენლები გაუძღვებიან.

„პირველი შეხვედრა, რომელიც საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებს შეეხება, 14:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება.

მეორე შეხვედრა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდასთან დაკავშირებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება. შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება. მონაწილეები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ.

საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისადმი მიძღვნილ შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი ირინე ჟვანია და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები - ლელა ტყეშელაშვილი და ხათუნა მხეიძე გაუძღვებიან.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდის შესახებ ისაუბრებს ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტების მიმართულების კოორდინატორი რუსუდან მარკოზაშვილი.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ რეჟიმში, წერილობით დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და ცენტრის ექსპერტებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.

დასწრება თავისუფალია.

იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
  • უკრაინული დრონები კვლავ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დაესხა თავს - კრასნოდარსა და ნევინომისკშიფორმულა
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი