მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა მეხუთედ მიიღო მონაწილეობა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian), რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში გაიმართა.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე - HS NIKIFOROS FOKAS (F 466)-ზე იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში - ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება. ასევე, ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები. ნატოს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) წარმოადგენს ალიანსის ეგიდით მოქმედ, დღეისათვის, ერთადერთ მუდმივ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციას.

მისი მთავარი ამოცანებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საზღვაო სივრცეში, ზღვაზე თავისუფალი და უსაფრთხო მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება, ასევე, საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, აღნიშნული ოპერაცია უზრუნველყოფს ინფორმაციის შეგროვებასა და გაზიარებას, აგრეთვე, თანამშრომლობას მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილიატვ პირველი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს - მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებსფორმულა
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებსრუსთავი 2
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავსBM.GE
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება

პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება

იმედი

გიორგი გაბუნია საკადრო ცვლილებებზე: უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა და განვითარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაგრძოს განვითარება

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

პოლონეთში რუსული დრონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს

პოლონეთში რუსული დრონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს

იმედი